გერმანიის ელჩის შემდეგ, ივანიშვილის საგარეო სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩიც დაიბარა

1 week ago 9

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შემდეგ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდიც დაიბარა. ელჩის საგარეო უწყების შენობაში შესვლის კადრებს სამთავრობო რუსთავი 2 ავრცელებს.

გუშინ საგარეო სამინისტროში მივიდა პეტერ ფიშერიც. უწყების ცნობით, ფიშერს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, რომ “აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას” – ნათქვამია ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა