გერმანიაში ეძებენ ქართველს, რომელმაც ცოლს ტრამვაიში ცეცხლი წაუკიდა

4 months ago 33

27

გერმანიის პოლიცია სასტიკ დანაშაულში მხილებულ 46 წლის ქართველ კაცს ეძებს. თენგიზ კაკიაშვილმა მგზავრ ქალს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა ქალაქ გერაში მოხდა.

გერმანელი მაღალჩინოსნების ცნობით, მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო. მძიმედ დაშავებულ ქალი სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ დამნაშავე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სრულად წაკითხვა