გენერლებმა ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, ისინი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებენ (ვიდეო)

1 month ago 24

წაკითხვა: 2

გენერლებმა ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა დატოვეს პარტია ნაციონალური მოძრაობა. ისინი მონაწილეობას მიიღებენ “ქართული ოცნების” შექმნილი დროებითო საგამოძიებო კომისიის სხდომაში, სადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხებენ.

ამის შესახებ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. პარტიაში განმარტავენ, რომ ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი კომისიის სხდომაზე ყოველგვარი პარტიული აფილაციის გარეშე მიიღებენ მონაწილეობას.

“2025 წლის 18 თებერვალს გამართულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში.

ამავე სხდომაზე გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში, რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა. ამგვარად, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე.”- ნათქვამია ნაც.მოძრაობის” განცხადებაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა