გენერალური რეპეტიცია ბარსელონამდე - რას დაავალებს დღეს ენრიკე კვარაცხელიას

1 week ago 8

დღეს პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ში ოსერს ეთამაშება, რასაც ლუის ენრიკე ბარსელონასთან თამაშამდე გენერალურ რეპეტიციად გამოიყენებს.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მატჩში პარიზს ორი ლიდერი, დემბელე და დუე არ ეყოლება, ამიტომ აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საკმაოდ ბევრი იქნება დამოკიდებული.

ფრანგული მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ ოსერთან დღევანდელ თამაშში განსხვავებული კვარაცხელია უნდა ვნახოთ, რომელსაც როლი და მნიშვნელობა გაზრდილი ექნება, რათა შემდეგ იგივეს განმეორება ბარსელონასთანაც შეძლოს.

პსჟ-ისა და ოსერის დღევანდელი შეხვედრა სტარტს 23:05-ზე აიღებს.

სრულად წაკითხვა