გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა – „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)

1 month ago 63

გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა - „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)კომპანია „მათე მოტორსის” მფლობელმა, ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბების საფლავებზე დანიშნა. „მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე, 25 წლის შემდეგ“, – დაწერა გელა ბარკალაიამ და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღბეჭდილია ნიშნობა. საფლავებამდე წითელი ხალიჩაა დაგებული და სასაფლაოც წითელი დეკორაციებით არის მორთული.

გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა - „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)

– თუ ვინმეს ჩვენი წარმატება გაუხარდებოდა, არიან ეს ადამიანები. არ არის მარტივი, რისი თქმაც მინდა. მთელი ჩემი ცხოვრება მათეს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს დავუკავშირე. სალომეს მინდა ვუთხრა, რომ იმედია ჩემი ხვალინდელი დღისა…

გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა - „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)

ეს საფლავი არის ჩვენი წინაპრების და თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, მათე, შენი შეუღლება, შენი წარმატება, იცოდე, ეს ადამიანები არიან. მე გადავწყვიტე, ჩემი რძლისთვის აქ გადამეხადა ბეჭდის გადაცემის დღე. მათემ ინგლისში გადასცა, მე გადავცემ იქ, სადაც დავიბადე, სენაკში – დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი გამზრდელი ბებიის წინაშე… – ამბობს გელა ბარკალაია ვიდეოში და თავისი შვილის რჩეულს ოქროს სამკაულებსა და ოჯახის ძვირფას ნივთებს გადასცემს. მან რძალს ასევე აჩუქა ავტომობილი „პორშე“, რომელიც ასევე საფლავების წინ ეყენა (იხილეთ ვიდეო).

გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა - „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბებიის საფლავებზე დანიშნა - „თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, ეს ადამიანები არიან“ (ფოტოები და ვიდეო)

სრულად წაკითხვა