“გაწვიმებისას უბანს პანიკა გვეწყება… წყლისგან დამცავი ჯებირი მოხსნეს კომერციული ფართების გამო” – თბილისში დატბორილი სახლების მეპატრონეები

3 hours ago 4

ძლიერმა წვიმამ ვარკეთილში, წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ადგილობრივების თქმით, წყლის ნაკადმა ეზოები და საცხოვრებელი ფართები დატბორა, რის გამოც მოქალაქეები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი მედიასთან ჰყვებიან, რომ „პრაიმ ინვესტ ჯგუფის“ ობიექტზე კომერციული ფართების შესასვლელების მოწყობის მიზნით დამცავი ჯებირები მოანგრიეს, რამაც ძლიერი ნალექის დროს წყლის ბუნებრივი გადინება შეცვალა.

კინაღამ დაგვტბორა სულყველანი, 5 ოჯახი. არმატურაა მოგლეჯილი, ყველაფერი დააზიანა, ხრეში ალბათ 5 მანქანაა ახლა შემოტანილი აქ და 5 წუთიც რომ გაგრძელებულიყო, აქ კაციშვილს ვერავინ გადაარჩენდა. სამაშველო მოვიდა 3 საათის მერე. ორი იმდენი წყალი მოვიდა ამ წყლის ჯებირის მოხსნის გამო. პირიქით, რომ უნდა აემაღლებინათ, ამათმა მოგლიჯეს, რომ კომერციული ფართები გაეკეთებინთ კორპუსში, რომ იმათ ფული გაეკეთებინათ და ჩვენ, მოსახლეობა ნულად ჩაგვთვალეს. თან გასაჩივრებული გვქონდა, რომ არ უნდა მოიხსნას ეს წყლის ჯებირი, იმიტომ, რომ სიცოცხლისთვის არის მნიშვნელოვანი და აი, ფაქტიც დადგა. ამ წამამდეც არავინ მოდის და ძაღლად არავინ გვაგდებს. წვიმა რომ მოდის, მთლიანდ უბანს პანიკა ეწყება. დაიბზარა სახლები, – ამბობს ადგილობრივი მოსახლე. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „პრაიმ ინვესტ ჯგუფი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველის, ზურაბ მალაზონიას საკუთრებაშია.

შეგიძლიათ, მოიძიოთ ყველა ნებართვა ჩვენი კომპანიის, რომ გაეცნოთ ყველაფერს. სამი წლის წინ ავიღეთ კორპუსის მშენებლობის ნებართვა, – ამბობს პრაიმ ინვესტის ხელმძღვანელი ტვ პირველთან. 

სრულად წაკითხვა