35
,,ერი და სახლმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,ყოველგვარი ბოროტება სიკეთის სახელით მოდის!
2 წლის წინ გაფრთხილებდით, რომ გამჭვირვალობა არაფერ შუაში იყო და კანონს ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იღებდა… აბა სად ხართ ის ხალხი, მიამიტურად რომ მიწერდით მაშინ კომენტარებს: “აბა არ უნდა ვიცოდეთ ვინ რამდენით ფინანსდება? ამ ორი წლის თავზე არასამთავრობოების ფინანსებზე რამე იმაზე მეტი გაიგეთ, ვიდრე მანამდე იცოდით?
კანონებს რომ ამკაცრებდნენ, გიხაროდათ: ნაცებს დასჯიანო! გითხარით ნუ გიხარიათ, ეგ კანონი ყველაზე გავრცელდება და პროტესტი რომ დაგვჭირდეს რამე მნიშვნელოვან თემაზე ვეღარ გავაპროტესტებთ მეთქი! ასეც მოხდა და ახლა კანონით ტროტუარზე დგომის და ფეისბუკ პოსტის გამო ციხეში დაჭერამდე მივედით!
ახლაც გაფრთხილებთ მიამიტებს! დღეს ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა ძალიან სახიფათო პროცესს, რომელიც მინიმუმ საზოგადოებრივ დაპირისპირებას გამოიწვევს, ხოლო მაქსიმუმ სამოქალაქო ომადეც შესაძლოა მივიდეს!
ნორმალურ ქვეყანაში წესრიგი კანონმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა დაიცვას და არა საძმოებმა, ან მხედრიონმა!
გარდა ამისა, თუკი დღეს საქართველოს, მის ისტორიას, სიწმინდეს და მომავალს ბილწავს და ანადგურებს ეს ის კრიმინალური სინდიკატია, რომელიც 14 წელია აზის ქვეყანას და ერი გადაშენების პირას მიიყვანა!“

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·