გასტრონომიის სააგენტოს ქმნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1 hour ago 2

20 ივლისიდან საქართველოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტო იქმნება. მთავრობის დადგენილება 18 ივნისს გამოიცა.

დღეს, 19 ივნისს დღის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრომ საგენტოს შექმნის მიზნები განმარტა:

„სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“.

უწყებაში ამბობენ, რომ „ავთენტური გასტრონომიული პროდუქტების მიმართ გაზრდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის“.

სრულად წაკითხვა