გარდაიცვალა მეორე კაციც, რომელიც გორში, სავაჭრო ცენტრში დაჭრეს

1 week ago 4

„გორმედში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გარდაიცვალა 50 წლის კაცი, რომელიც მათ კლინიკაში გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მომხდარი სროლის შემდეგ შეიყვანეს.

გორში სროლის ხმა დღეს, 28 აპრილს, დილით ისმოდა. სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ დაჭრეს მამა-შვილი. 32 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მამა კი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

„ინტერპრესნიუსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ, ერთმანეთთან კონფლიქტი კი სარეალიზაციო პროდუქციაზე მოუვიდათ.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 50 წლის პირი დააკავა. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის) მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით.

სრულად წაკითხვა