“გამოცდილი მომლაპარაკებლებია” – ვინ უხელმძღვანელებს მოლაპარაკებების მეორე რაუნდს რუსეთიდან

4 months ago 20

4

აშშ-რუსეთს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.

  • აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 24 მარტს ერ-რაიდში გაიმართება.

„ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც საერთაშორისო საკითხებში კარგად ერკვევიან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

უშაკოვის ცნობითვე, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ბატონ უოლცთან შევთანხმდით, რომ კონსულტაციები პრეზიდენტების მიერ დანიშნულ ექსპერტებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩატარდება. კონსულტაციები კი ორშაბათს, 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება“, – განაცხადა უშაკოვმა.

სრულად წაკითხვა