გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

1 month ago 3

1

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს. ცენტრი რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს და აბიტურიენტებს მოუწოდებს, ენდონ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„გთავაზობთ მათემატიკის ჯგუფის მიერ მომზადებულ 5 მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესის დროს.

აქვე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ენდოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

5 რჩევა აბიტურიენტებს – მათემატიკის გამოცდა

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ქულით სწორი პასუხის მითითებისას, ხოლო 0 ქულით – არასწორი პასუხის შემთხვევაში;

ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება – აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრულად ჩაწერა. #38 და #39 ამოცანები ფასდება 3 ქულით, #40 და #41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 51;

გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა – მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ადგილსაც პასუხების ფურცელზე;

ყურადღებით გაეცანით საგამოცდო პროგრამას. არ შეგხვდებათ არც ერთი ის საკითხი, რომელიც პროგრამაში არ არის მოცემული;

არ სწორდება შავი ფურცლები. ამიტომ თქვენი მუშაობის შედეგი ზედმიწევნით უნდა გადმოიტანოთ პასუხების ფურცელზე კონკრეტულად ამ დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.

შეფასებისა და გამოცდების მათემატიკის ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!“-წერია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა