გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! – ლევან ხაბეიშვილის გზავნილი

5 days ago 11

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!, – ამ გზავნილით მიმართავს ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს. პოლიტიკოსის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.

ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში ტელევიზორთან და გამარჯვების აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე, არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

შეგახსნებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას გაისტუმრებენ.

სრულად წაკითხვა