გამანადგურებელი შედეგი - რა ანგარიშით დამარცხდა ქართველების მეცი ჰოფენჰაიმთან

5 days ago 3

ამხანაგურ მატჩში „მეცი“ სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ განადგურდა — საბოლოო ანგარიშით, მატჩი 0:8 დასრულდა.

მეტ დეტალებს მედია არ ავრცელებს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ფრანგული გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გიორგი წიტაიშვილი მოედანზე იყო, ხოლო გიორგი აბუაშვილი სათადარიგოთა სკამიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

მომავალი მატჩი „მეცს“ 17 აგვისტოს ელოდება, როცა ლიგა 1-ის პირველ ტურში „სტრასბურგს“ უმასპინძლებს.

„პროზერო არენაზე“ გამართული შეხვედრის გოლები შემდეგნაირად განაწილდა:

1:0 – მოერშტედტი (6-ე წუთი),
2:0 – ბურგერი (8),
3:0 – ბერნარდო (14),
4:0 და 5:0 – დამარი (16, 45+1),
6:0 – ლემპერლე (55),
7:0 – კრამარიჩი (72),
8:0 – ლემპერლე (90).

სრულად წაკითხვა