გაიცანით ტრიონდა - როგორი იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ბურთი?

1 day ago 1

FIFA-მ ოფიციალურად წარადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბურთი, რომელსაც "TRIONDA“ ერქმევა.

სპეციალურად შექმნილი დიზაინი სამი ფერის – წითლის, ლურჯისა და მწვანის – სიმბოლურ კომბინაციას აერთიანებს. ფერების შერჩევა შემთხვევითი არაა: ისინი მასპინძელი ქვეყნების – აშშ-ის, კანადასა და მექსიკის – ეროვნული სიმბოლოებისა და იდენტობის გამოხატულებას ემსახურება.

"TRIONDA“ არა მხოლოდ ბურთის სახელი, არამედ იდეაცაა — ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და სამ ქვეყნას შორის თანამშრომლობის სიმბოლო. ფიფას განცხადებით, დიზაინში ხაზგასმულია ტურნირის მთავარი სული: ფეხბურთის ძალა, რომელიც სხვადასხვა კულტურასა და ხალხს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად გაიმართება სამ მასპინძელ ქვეყანაში ერთდროულად. ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებენ, რაც უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევა.

სრულად წაკითხვა