გაირკვა ვინ შეხვდება კარაბაოს თასზე მამარდას ლივერპულს მე-4 რაუნდში

1 week ago 10

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა სამშაბათს კარაბაო თასზე საუთჰემპტონი 2:1 დაამარცხა და ტურნირის მეოთხე რაუნდში გავიდა.

ახლახანს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ქართველი მეკარის გუნდი კრისტალ პალასს შეხვდება, რომელთანაც ლივერპულმა სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასის ფინალი წააგო.

ამდენად, ლივერპულს რევანშის აღების შესაძლებლობა ექნება და ეჭვი არაა, რომ გუნდი ამის გაკეთებას კვლავ მამარდაშვილთან ერთად ეცდება.

სრულად წაკითხვა