
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტრებუკი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და ვიცე-სპიკერს ნინო წილოსანს შეხვდნენ.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა საქართველოში დაადასტურა, რომ აგრძელებს თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან „უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მხარდასაჭერად“.
„ღირებული საუბარი შედგა დიდიე ტრებუკთან, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში და გაეროს რამდენიმე ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. მე ვისაუბრე საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საკანონმდებლო მუშაობაზე. როგორც გაეროს აქტიური და ერთგული წევრი, ვაფასებთ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და ველით შემდგომ თანამშრომლობას ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში შეხვედრის შემდეგ.
Valuable conversation with Didier Trebucq @dtrebucq, United Nations Resident Coordinator in Georgia and representatives of several UN institutions. I talked about the priorities of @Geoparliament, ongoing & planned legislative work. As an active & committed member of the UN, we… pic.twitter.com/waIJme1e7o
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) March 27, 20252024 წლის 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და ასევე „წუხილი“ გამოთქვა პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების გამო. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობის გათვალისწინებით, გაერომ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, „გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2023 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით
- 14/04/2017 – გაერო ცხინვალის რეფერენდუმის გამო ‘წუხილს’ გამოთქვამს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
14/03/2025 - 13:15
„ქართული ოცნების“ ლიდერები „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ნარატივს აძლიერებენ
11/03/2025 - 23:40
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს
07/03/2025 - 19:05
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი უცხოელ პარტნიორებს პოლიტიკურ ჩარევაში ადანაშაულებს
06/02/2025 - 22:07
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია
06/02/2025 - 21:32
„ქართული ოცნება“ აშშ-ის საელჩოს, USAID-ს, NED-ს, EED-ს, უცხოეთიდან დაფინანსებულ სსო-ებს საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს
04/02/2025 - 18:50