„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა“ - დიდუბის მეტროდან პროკურატურისკენ მსვლელობა დაიწყო

2 weeks ago 8

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ორი ძირითადი მოთხოვნით დაიწყო აქცია-მსვლელობა თბილისში დიდუბის მეტროდან თბილისის პროკურატურამდე.

დემონსტრანტებმა დღის სამი საათისათვის გადაკეტეს საავტომობილო გზის რამდენიმე ზოლი წერეთლის გამზირზე, ჯანდაცვის სამინისტროს წინ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქცია-მსვლელობა დიდუბის მეტროსთან

აქცია-მსვლელობა დიდუბის მეტროსთან

დემონსტრაცია გაივლის დიღმის მასივში გრიგოლ რობაქიძის გამზირს და გზას გააგრძელებს აღმაშენებლის ხეივნით, - სადაც მდებარეობს თბილისის პროკურატურა. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით სამი კილომეტრია.

აქციაზე შეკრებილები არიან პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული დემონსტრანტების მშობლები, ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები.

აქციას სწორედ დაკავებულთა მშობლები მიუძღვებიან.

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „საქართველო ადექი, აჯანყდი“, „საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, - სკანდირებენ დემონსტრანტები.

სრულად წაკითხვა