ბუსკეტსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

1 week ago 12

Cadena Cope-ის ინფორმაციით, „ინტერ მაიამის“ 37 წლის ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

სეზონი ნოემბერში სრულდება, თუმცა მისი ზუსტი თარიღი გუნდის პლეი-ოფში ასპარეზობაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე „ინტერ მაიამი“ 52 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზეა.

ბუსკეტსმა კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ კლუბში ითამაშა – „ბარსელონაში“ და „ინტერ მაიამიში“. ამერიკაში ის 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

სრულად წაკითხვა