ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი, ოლესია ილაშჩუკი გამოიძახეს, 8 აგვისტოს ბულგარეთის სივრცეში შეფრენილი დრონის გამო. შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 10 აგვისტოს - რადგან უკრაინის ელჩი ამ მომენტში ქვეყნის გარეთ იმყოფება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა 8 აგვისტოს თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში შევიდა რუმინეთის მხრიდან, რის შემდეგაც ის აფეთქდა ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესიის საწარმოსგან კილომეტრის მოშორებით. აფეთქება აღრიცხა სასაზღვრო პოლიციამ.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ საქმე ეხება უკრაინულ დრონს "მაია".
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კიევი მზადაა ბულგარეთთან თანამშრომლობისთვის, ყველა დეტალის დასადგენად.
ტრანსბალკანური გაზსადენი მონაწილეობს გათხიერებული ბუნებრივი აირის გადაზიდვაში საბერძნეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ის აკავშირებს საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვასა და უკრაინას და ამ ქვეყნებს გაზის მიწოდებით უზრუნველყოფს.
ივლისის ბოლო რუმინეთის არმიამ სამი დრონი ჩამოაგდო. რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ მათგან სულ მცირე ერთი აპარატი იყო "შაჰედის" ტიპის დრონი, რომელსაც რუსეთის არმია იყენებს.
radiotavisupleba ახალი ამბები