ბრუკლინის ხიდზე სასწავლო გემის შეჯახებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

5 hours ago 3

ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდზე მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემის შეჯახებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე 19 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალაქის მერის, ერიკ ადამსის განცხადებით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე გემზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

ბრუკლინის ხიდი არ დაზიანებულა და შემოწმების შემდეგ მალევე გაიხსნა.

მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემი, რომლის სიგრძე 91 მეტრი, სიგანე კი 12 მეტრია, ზღვაში პირველად 1982 წელს გავიდა.

ის ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს.

წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.

სრულად წაკითხვა