
31 მაისს საქართველოში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ამოქმედებას ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკა მოყვა, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს.
FARA-ს ამოქმედებას ასევე გამოეხმაურნენ შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგუს ცაჰკნა და ბაიბა ბრაჟე, და განაცხადეს, რომ ის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას ემსახურება და ქვეყნის მოსახლეობას ევროპულ მომავალს ართმევს.
This post is also available in: English
Read Next
09/05/2025 - 19:38
საქართველო ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს
05/05/2025 - 17:11
ევროკომისია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაასრულოს ძალადობა და პოლიტიკურ აქტორებთან დიალოგი დაიწყოს
29/04/2025 - 15:50
ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს, თავისუფალი ვაჭრობისა და კანდიდატის სტატუსის გადახედვას გეგმავს
17/04/2025 - 15:05
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
02/04/2025 - 18:20
ევროკავშირი: მიღებული კანონები არყევს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში
07/02/2025 - 20:06