ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ანატოლი გიგაურს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა

3 hours ago 4
Anatoli Gigauri in courtroom. Photo: Screengrab from Public Broadcaster footage

ანატოლი გიგაურს, პროტესტის მონაწილეს და ომის ვეტერანს, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამართული აქციის შემდეგ დააკავეს, ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მას პოლიციელზე თავდახმის ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ანატოლი გიგაური, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, რომელიც ასევე მსახურობდა ავღანეთში, 25 ნოემბერს გვიან ღამით დააკავეს, როდესაც ის თბილისში არჩევნების შემდგომი ერთ-ერთი აქციის შემდეგ მშობლიურ ქალაქ ქარელში ბრუნდებოდა. მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციამ მასზე იძალადა. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს პოლიციელზე თავდასხმაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა