ბრაიან მბიუმო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას უახლოვდება

1 month ago 4

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ბრენტფორდიდან ბრაიან მბიუმოს ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

'წითელმა ეშმაკებმა' ბრენტფორდს აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზეს და სავარაუდოდ, კლუბებს შორის ყველაფერი სულ მალე უნდა მოგვარდეს.

გარდა ამისა, მწვანე შუქი აქვს ანთებული თავად ფეხბურთელსაც, რომლისთვისაც მანჩესტერ იუნაიტედი ოცნების კლუბი გახლავთ.

ბრაიან მბიუმოს პრემიერ ლიგაში გასული სეზონი შესანიშნავი გამოუვიდა. 25 წლის მოთამაშემ 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა