138
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში 20 ოქტომბერს ჩანიშნულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა მინისტერიალზე არ მიუწვევიათ.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
“საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან მიწვეული არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა მინისტერიალზე. მოსაწვევი არ გაუგზავნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, თუმცა ქვეყანა მინისტერიალზე ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი”, – წერს იოზვიაკი.
თეგები: იოზვიაკიმაკა ბოჭორიშვილი