ბონუსი კვარასაც ერგება - რამდენი გადასცეს ქართველის გუნდს სუპერ თასის მოგებისთვის

1 day ago 4

გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა უეფას სუპერ თასის ფინალში ლონდონის ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითად დროში მოგებასთან ახლოს ინგლისელები იყვნენ, რომლებიც 85-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში პსჟ-მ მაინც მოახერხა და თამაში პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც გამარჯვებული თავადვე დარჩა.

როგორც ოფიციალურ წყაროებს უწერიათ, სუპერ თასის მოგებისთვის გამარჯვებული კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც, სავარაუდოდ ბონუსები ფეხბურთელებსაც შეხვდებათ.

სრულად წაკითხვა