,, ბიჯო, ბიჯო, ბიჯო, ბოდიშით და აი, მართლა სულ…” – ირაკლი მელაშვილი

4 hours ago 2

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,ორი დღე გაჩუმებული ვაკვირდებოდი “ამ მოვლენას”. ზოგადად, ჩვენი ფსევდო ელიტის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი რაიმე სისულელე თუ კიდევ გამიკვირდებოდა, არ მეგონა, მაგრამ ახლა კი მართლა გამაოგნეს! ვერაფრით ვხვდები, გონებრივი ჩამორჩენილობის რა დონეზე უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც სერიოზულად იჯერებს, მეტიც ავრცელებს ამ ინფორმაციას, რომ ევროპის სამი წამყვანი ქვეყნის, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები, მერცი, მაკრონი და სტარმერის თურმე შეიკრიბნენ, ოთახში “კოკაინი გააძრეს”, მერე “ჩაკაიფდნენ”, თან პაკეტი მაგიდაზე დარჩათ, ჟურნალისტები შემოუშვეს, ამ დროს საფრანგეთის პრემიერი მაკრონი დაფაცურდა და ნარკოტიკის პაკეტი ჯიბეში გააქანა! ბიჯო, ბიჯო, ბიჯო, ბოდიშით და აი, მართლა სულ ……..

თან ვუყურებ, ვინ არიან კაცო მომწომნებელ ,გამზიარებელ, გამავრცელებლები და გაიხარეე: საინფორმაციო სააგენტოები, ჟურნალისტები, ექსპერტები, ანალიტიკოსები, ნჯო-შნიკები, ავტორიტეტული ამერიკული თუ ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები! რა პოლიტიკური შეხდულებები, რის მიშა, რა ბიძინა, ან რომელიმე სხვა ბელადი. ერთი სია უნდა გაკეთდეს ამ ინფორმაციის მომწონებელ -გამზიარებელი ხალხის და ჯანდაბას, სახელმწიფოს ხარჯებით, პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა გადააგზავნო ყველა!“

სრულად წაკითხვა