“ბიბისის” სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია” – ირაკლი კობახიძე

2 days ago 7

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის პოზიციას აქვეყნებს “ბიბისის” სიუჟეტთან დაკავშირებით:

ბიბისის” სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება.

ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად.

ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

სრულად წაკითხვა