"ბერნაბეუზე შენს სახეს გავანადგურებდი" - პედი პიმბლეტი კვლავ ქართველზე ლაპარაკობს

20 hours ago 1

ბრიტანელი მებრძოლი პედი პიმბლეტი და ქართველი UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია კვლავაც მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში არიან. ლივერპულელმა მებრძოლმა ამჯერად ახალი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თოფურიასთან შებრძოლება მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ არენაზე სურს.

"დავდგებოდი "ბერნაბეუზე" და შენს სახეს გავანადგურებდი. შენ ცდილობ ესპანელივით გამოიყურებოდე, მაგრამ სინამდვილეში გერმანელი ხარ. "სანტიაგო ბერნაბეუ" კი არაფერია განსაკუთრებული — სანაგვეა. სიამოვნებით ვიჩხუბებდი 90 ათასი გულშემატკივრის თვალწინ,“ – განაცხადა პიმბლეტმა.

პედი პიმბლეტი ლივერპულის დიდი გულშემატკივარია და როგორც ჩანს, მისი განცხადებები არა მხოლოდ თოფურიაზე, არამედ მადრიდის „რეალზეც“ იყო გამიზნული. ილია თოფურია კი, პირიქით, „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქომაგია.

სრულად წაკითხვა