“ბედის ირონიაა და უბედურების ნიშანია, როცა პროკურატურა ღარიბაშვილის გირაოს გვამცნობდა, პარალელურად რეჟიმი დაგეშილი ხალხს იჭერდა” – გიგი უგულავა

1 month ago 31

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა შედარება-შეფასებებს ახდენს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დანაშაულსა და საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებთან მიმართებაში სამართლებრივ მიდგომებთან დაკავშირებით:

დიქტატორების საყვარელი ფრაზაა: კანონი მტრებისთვის, მეგობრებისთვის – მხოლოდ მისი ინტერპრეტაცია, მაგალითად ღარიბაშვილს ფულის გათეთრების მუხლისთვის გირაო. მტრებს პირბადის ტარებისთვის ან კალაძის სიფათზე რქების მიხატვისატვის – ციხე.

ბედის ირონიაა და უბედურების ნიშანია, როცა პროკურატურა ღარიბაშვილის გირაოს გვამცნობდა, პარალელურად რეჟიმი დაგეშილი ხალხს იჭერდა:

დააკავეს ნათია ლეთოდიანი ადმინისტრაციული წესით!
დააკავეს – ბაჩო ქიმუცაძე!
დააკავეს – დავით მშვენიერაძე!
დააკავეს – ნინო ლაღიძე!

ეს სია დღეს ალბათ გაგრძელდება. ღარიბაშვილს კი საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში ეკონომიკურ დანაშაულებებში ყველაზე მძიმე მუხლისთვის – გირაო
თავისუფლად უკვე ვსუნთქავთ.

ახლა ღრმა სუნთქვის გაკვეთილები გვჭირდება“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა