ბაქოში მიმდინარეობს აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა

1 week ago 5

აზერბაიჯანში იმყოფება ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალური ვებსაიტის ინფორმაციით, ამ წუთებში ბაქოში მიმდინარეობს აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული შეხვედრა.

ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა დაძაბულია თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე ორი წლის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ.

აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირები ისრაელთან არის აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობების დამძაბავი კიდევ ერთი ფაქტორი.

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები სკეპტიკურად აფასებენ რაიმე მნიშვნელოვან დადებით გარღვევას ფეზეშქიანის ვიზიტისგან მისი ბოლოდროინდელი დადებითი გზავნილების მიუხედავად, რომლებიც აზერბაიჯან-ირანის კავშირებს ეხებოდა. მაისში ბაქოში დაგეგმილია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტიც.

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა 28 აპრილს განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანია მეგობრული ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობის ხელშეწყობა მეზობელ ქვეყანასთან. ირანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა „ორ სახელმწიფოს შორის არსებულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის პოტენციალს“ და განაცხადა, რომ თანამშრომლობის სფეროებს შორის უნდა მოხდეს ვაჭრობის, მეცნიერების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროების პრიორიტიზაცია, „გაზრდილი ურთიერთობებით განსავითარებლად“.

ირანის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ სარკინიგზო და საავტომობილო დერეფნებმა შესაძლოა იქცეს ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ეკონომიკების ხელშემწყობად და შექმნას ახალი შესაზლებლობები მთელი რეგიონისთვის.

სრულად წაკითხვა