„პარი სენ-ჟერმენში“ ტრავმების სერია გრძელდება. ლუის ენრიკეს გუნდმა სულ რაღაც 24 საათში ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა დაკარგა – ფაბიან რუისი, რომელიც ოფიციალურად ვერ დაეხმარება პარიზელებს ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩში "ოსერთან“.
ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება გასულ ტურში, "მარსელთან“ გამართული დაპირისპირებისას მიიღო და მისთვის სრული გამოჯანმრთელება გარკვეულ დროს მოითხოვს.
"პსჟ-ის" ტრავმირებული მოთამაშეების სია კიდევ უფრო იზრდება: უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაუ ნევეში.
ამას ემატება ახლა უკვე ფაბიან რუისიც, რაც ლუის ენრიკეს ტაქტიკურ გეგმებს სერიოზულ პრობლემას უქმნის, განსაკუთრებით იმ გათვალისწინებით, რომ გუნდს ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება „ბარსელონასთან“.
შიდა ჩემპიონატში პარიზელებს შედარებით ადვილი მეტოქე ჰყავთ, თუმცა მთავარი გამოწვევა ევროპულ ასპარეზზეა, სადაც ნებისმიერი დანაკლისი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.