ბარსელონასთან მატჩის წინ - კვარას ტრავმაზე პოზიტიური ინფორმაცია გავრცელდა

5 days ago 4

ფრანგული გამოცემა „პარიზიენი“ იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა პსჟ-ს გაჰყვეს „ბარსელონასთან“ გასამგზავრებელ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე.

ქართველი ნახევარმცველი „ოსერთან“ მატჩში ტრავმირებული იყო და გუშინდელ ვარჯიშს არ შეუერთდა, თუმცა გუნდს ორი დღე რჩება მომზადებისთვის და მისი თამაშის შანსი სრულად არ გამოირიცხება.

RMC Sport-ის ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და გადაწყვეტილებას მატჩის წინა დღეს მიიღებს, თუმცა გარისკვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“–„პსჟ“-ს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გაიმართება. დადასტურებულია, რომ დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი შეხვედრას გამოტოვებენ, ხოლო ნევეში, ვიტინია და ფაბიან რუისი სავარაუდოდ მოასწრებენ მზადყოფნაში ჩადგომას.

სრულად წაკითხვა