ბარსელონა დე იონგს ხელშეკრულებას 2029 წლამდე გაუხანგრძლივებს

2 days ago 3

ბოლო თვეებში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფრენკი დე იონგს ბარსელონა უნდა დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.

უკანასკნელი ინფორმაციით, ბარსელონაში გადაწყვიტეს, რომ ნიდერლანდელ ნახევარმცველს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივონ.

როგორც დაიწერა, ამაში დიდი წვლილი ჰანსი ფლიკს მიუძღვის. ბარსელონას მწვრთნელს სურდა, რომ კლუბს დე იონგი შეენარჩუნებინა და საბოლოოდ ასეც ხდება კიდეც.

დე იონგი ბარსაში 2019 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მან 19 გოლი გაიტანა და 24 ასისტი მიითვალა.

სრულად წაკითხვა