
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე 14 მაისს გიორგი მურვანიძე დაინიშნა მას შემდეგ, რაც არჩილ ჩიქოვანმა გუშინ მერის თანამდებობა დატოვა. მურვანიძე მანამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2004-2005 წლებში მურვანიძე ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად მუშაობდა, ხოლო 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელად. 2007 წლიდან სამსახურეობრივ კარიერას განაგრძობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტუზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2007-2014 წლებში აჭარის რეგიონული ექპერტიზის დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ბიუროს უფროსის მოადგილე და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, მათ შორის აჭარის მთავრობაში, ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა. რამდენიმე კვირის წინ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა თორნიკე რიჟვაძემ. იგი გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.
This post is also available in: English
Read Next
13/05/2025 - 15:02
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა
04/04/2025 - 20:30
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა
10/07/2023 - 21:34
„TI საქართველო“ აქვეყნებს კვლევას აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ
12/04/2023 - 16:13
„TI-ის“ ვარაუდით რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან საცხოვრებელი უბნის აშენებას კორუფციული გზებით ცდილობენ
11/08/2022 - 15:25
„TI საქართველო“ აჭარის რეგიონის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციულ რისკებზე საუბრობს
02/04/2022 - 11:45