ბავშვებს ონლაინ სივრცეშიც სჭირდებათ დაცვა – ტრენინგი “მეცნიერებათა სკოლაში”

1 month ago 26

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით არაზუსტ ან მავნე ინფორმაციას – სწორედ ამიტომ ჩატარდა მეცნიერებათა სკოლაში მედიაწიგნიერების ტრენინგი, სადაც მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ როგორ დაიცვან თავი ონლაინ, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია და რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი.

ტრენინგი გაიმართა პროექტის – „ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი”, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.

სპეციალისტების განმარტებით, ეს უნარები ეხმარებათ ბავშვებს, იყვნენ დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, გაარჩიონ სიმართლე ტყუილისგან და არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლნი.

სრულად წაკითხვა