ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა

1 week ago 15

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თალიბანის რეჟიმს დასჯით დაემუქრა, თუკი ავღანეთი ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ყოფილ ამერიკულ ავიაბაზას აშშ-ს უკან არ დაუბრუნებს.

“თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას უკან არ დაუბრუნებს მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 21 სექტემბერს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა, ფასიჰუდდინ ფიტრატმა განაცხადა, რომ “ზოგიერთ ადამიანს” ბაზის “პოლიტიკური შეთანხმებით” დაბრუნება სურს. 

“ავღანეთის მიწის თუნდაც ერთ ინჩზე შეთანხმებაც კი შეუძლებელია. ჩვენ ეს არ გვჭირდება”. – დაამატა ფიტრატმა.

ოფიციალურ განცხადებაში თალიბანის რეჟიმმა აღნიშნა, რომ “ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია.”

-ტაბულა-

სრულად წაკითხვა