ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

1 hour ago 2
Photo: State Security Service of Georgia/Facebook.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 4 აგვისტოს განაცხადა, რომ მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან „დიდი ოდენობით“ თანხის დაუფლების ფაქტებზე ორი პირია დაკავებული.

სუს-მა განაცხადა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 197-ე მუხლებით მიმდინარეობს,  რაც თაღლითობას და ფალსიფიკაციას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა