ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა პარი სენ-ჟერმნეში, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში სტუმრად ტულუზა 6:3 დაამარცხა.
ზოგიერთ გულშემატკივარს ტრავმიდან დაბრუნებული კვარას თამაში არ მოეწონა და ასეთი კომენტარები დაწერეს:
"ხვიჩამ თავიდანვე ყველაფერი მოიგო, რაც კარგის მომტანი არაა"
"ახლა ისევე უნდა გაქრეს, როგორც ნაპოლის მეორე სეზონში?"
"ყველაზე დიდი შიში მქონდა, რომ მეორე სეზონში ისეთივე კარგი არ იქნებოდა, როგორიც თავიდან იყო"
"კვარაცხელიას მუდამ ასე სჭირს, თავიდან შეუდარებელია, მერე კი ცხრება და იმდენად თავის გამოჩენას აღარც ცდილობს", - წერენ ფრანგები.