საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან#post_seo_title

პანკრეასის და კოლორექტული (მსხვილი ან წვრილი ნაწლავის) კიბოების მკურნალობა რთულია და თითოეულ მათგანს მკურნალობის შემდეგ წლებში რეციდივის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ახალი ვაქცინა, სახელად ELI-002 2P ახალ იმედს აჩენს ამ სასტიკი დაავადებით დაავადებულთათვის; ყოველ შემთხვევაში, ასე აჩვენა უახლესმა კლინიკურმა ცდებმა.

აშშ-ის სხვადასხვა ინსტიტუციის მკვლევართა მიერ შექმნილი ეს ვაქცინა მიზანში იღებს მუტაციებს KRAS გენში. ეს მუტაციები გვხვდება პანკრეასის კიბოს შემთხვევათა 93 პროცენტში და კოლორექტული კიბოს შემთხვევათა 50 პროცენტში.

მიმწოდებელ სისტემასთან შეწყვილებით, რომელსაც ვაქცინის აქტიური აგენტი პირდაპირ ლიმფურ კვანძებში მიაქვს, პრეპარატი ისეა შექმნილი, რომ ზუსტად იღებს მიზანში იმუნური სისტემის იმ ნაწილებს, სადაც სხვადასხვა იმუნური უჯრედებია თავმოყრილი.

„ამაღელვებელი მიღწევაა KRAS-ით გამოწვეული კიბოს პაციენტებისთვის, განსაკუთრებით პანკრეასის კიბოსი, სადაც მკურნალობის შემდეგ რეციდივი თითქმის მოცემულობაა და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები შეზღუდულია“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ონკოლოგი ზევ ვაინბერგი.

ვაქცინა დატესტეს პანკრეასის კიბოსგან გამოჯანმრთელებულ 20 პაციენტზე და კოლორექტული კიბოსგან გამოჯანმრთელებულ ხუთ პაციენტზე. კიბოს მოსაცილებლად ყველა მათგანს ქირურგიული ჩარევა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ შემდეგი ტესტები აჩვენებდა ნიშნებს იმისა, რომ დიდი ალბათობით, კიბო კვლავ ბრუნდებოდა. გააგრძელეთ კითხვა

აცერი და დაიცავი#post_seo_title

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

author avatar

დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi