ახალი წესები ევრო 2028-ზე გასასვლელად - რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებისთვის

2 months ago 11

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ახალი წესები შემოიღო, რაც აქამდე გამოყენებული არ ყოფილა.

აღნიშნული ტურნირი ინგლისში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში გაერთიანებულად ჩატარდება, თუმცა შეიცვალა ის, რომ მასპინძელი ქვეყნები ჩემპიონატზე ავტომატურად ვეღარ მოხვდებიან და ჩვეულებრივ საგზურის მოპოვებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

როგორც ირკვევა, საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 12 ჯგუფი გაკეთდება, სადაც ზოგი 4-გუნდიანი იქნება, ზოგი კი 5-გუნდიანი. ის ნაკრებები, რომლებიც ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ, ტურნირზე პირდაპირ მოხვდებიან, კიდევ 8 ადგილი კი საუკეთესო მეორეადგილოსნებზე გადანაწილდება.

რაც შეეხება დარჩენილ 4 ადგილს, აქ 2 ადგილი საუკეთესო მასპინძელი ნაკრებებისთვის იქნება შემონახული:

1. თუ 4 ადგილიდან 2 ადგილს საუკეთესო მასპინძელი ქვეყნები შეავსებენ, მაშინ დარჩენილი ორი ადგილისთვის 8 ნაკრები პლეიოფში იბრძოლებს.

2. თუ 4 ადგილიდან 1 ადგილს საუკეთესო მასპინძელი ქვეყანა შეავსებს, მაშინ დარჩენილი სამი ადგილისთვის 12 ნაკრები პლეიოფში იბრძოლებს.

3. თუ 4 ადგილიდან საუკეთესო მასპინძელი ქვეყნები ვერცერთს აითვისებენ, მაშინ მათ მოსაპოვებლად პლეიოფში 8 გუნდი ითამაშებს (შინ და გარეთ ფორმატით), 4 წყვილის გამარჯვებული კი ევრო 2028-ზე ითამაშებს.

პლეიოფის საგზურები განაწილდება დარჩენილ 4 მეორეადგილოსანსა და ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებს შორის (იგულისხმება ის ნაკრებები, რომლებიც სტანდარტული შესარჩევი ეტაპით ტურნირზე ვერ მოხვდნენ).

მაშ ასე, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ან საკვალიფიკაციოს 1-2 ადგილი უნდა დაიკავოს, ან ერთა ლიგის ჯგუფი მოიგოს, შემდეგ კი საგზურისთვის პლეიოფში იბრძოლოს.

სრულად წაკითხვა