ახალი ფრანგული კლუბი - ვის სურს დავითაშვილის დამატება

2 months ago 13

მას შემდეგ, რაც სენტ ეტიენი ლიგა 2-ში დაქვეითდა, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე არაერთი სიახლე იწერება.

ბოლო ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს თურქეთის ლიგას და ბეშიქთაში-გალათასარაის წყვილს უკავშირებდნენ, თუმცა ახლა მორიგი ფრანგული კლუბის ინტერესის შესახებ დაიწერა.

საქმე სტრასბურგს ეხება, რომელმაც ლიგა 1-ის სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და თუ პსჟ რეიმსთან თასის ფინალს მოიგებს, მაშინ გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს.

Le Progress-ის ინფორმაციით, დავითაშვილი არ აპირებს, რომ სენტ ეტიენს ქვედა დივიზიონში გაჰყვეს. ამიტომ, სულ მალე ქართველისგან კლუბის ცვლილებას უნდა ველოდოთ.

სრულად წაკითხვა