ახალი ტრადიცია? - რეალმა კლასიკოზე დანიშნული მსაჯის ვიდეო გამოაქვეყნა

2 hours ago 1

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალის ეს საქციელი ბევრ გულშემატკივარს არ მოსწონს, კლუბი მნიშვნელოვან თამაშზებზე მომუშავე მსაჯების ამსახველ ვიდეოებს კვლავ აქვეყნებს.

ამჯერად რეალი ლა ლიგაში გასამართი კლასიკოს მთავარ მსაჯს, ალეხანდრო ერნანდესს მიადგა და მასზე მოამზადა 5-წუთიანი ვიდეო.

თუ სიმახინჯე საფეხბურთო კლუბის ფორმას მიიღებდა, ის უცილობლად მადრიდის რეალი იქნებოდა.

- წერს Diario Sport.

ცნობისთვის, რეალი ამ ვიდეოშიც წარმოაჩენს მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რაც ერნანდესს ბარსელონას ქომაგად წარმოაჩენს.

სრულად წაკითხვა