- უქმდება სახელმწიფო გრანტი და 2026 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები - ეს წესი მოქმედ სტუდენტებს არ შეეხებათ;
- უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამები ხდება სამწლიანი, სამაგისტრო პროგრამა - ერთწლიანი, სადოქტორო სწავლება კი - სამწლიანი.
2025 წლის ეროვნული გამოცდებისა და გრანტების სტატისტიკა ასეთია:
- 31 704 აბიტურიენტიდან სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა;
- 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
- 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გრანტი მიიღო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა 2300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
აქამდე არსებული საგრანტო დაფინანსებით, სტუდენტს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, იმის მიუხედავად, რომელ უნივერსიტეტში აბარებს, აქვს სახელმწიფო დაფინანსების მიღების შანსი.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·