უოტფორდის მფლობელ ჯინო პოცოს გადაწყვეტილი აქვს, რომ კლუბში ახალი სეზონისთვის გამოცდილი ფეხბურთელებიც შეინარჩუნოს და ახალგაზრდებიც, ამ სიაში კი გიორგი ჩაკვეტაძეც ხვდება.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები შევინარჩუნოთ, ხოლო ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებაში დავეხმაროთ. წარმატების მისაღწევად ამჟამინდელი შემადგენლობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების აუცილებლობას ვაცნობიერებთ.
- ამბობს პოცო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩაკვეს ტრანსფერით პრემიერ ლიგაში აღზევებული ლიდსი დაინტერესდა, იქამდე კი ევერტონისა და ვულვზის ინტერესის შესახებაც დაიწერა.