აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ზე წვრთნებისა და მათი მოვლის მიყიდვის პაკეტი დაამტკიცა

1 week ago 9

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ცნობით დამტკიცდა პაკეტი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლის მიყიდვაა გათვალისწინებული. სავარაუდო ღირებულება $310,5 მილიონია.

„ეს მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“, - წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ასობით ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა.

სრულად წაკითხვა