აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

3 days ago 11

ტრამპის ადმინისტრაციამ 8 მაისს გააფორმა სავაჭრო შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელსაც თეთრი სახლი “ისტორიულს” უწოდებს, თუმცა ბევრი დეტალი ჯერ დაკონკრეტებული არ არის - წერს Associated Press.

თეთრი სახლის თქმით, შეთანხმება ბრიტანეთის ბაზარს გაუხსნის ამერიკულ საქონლის ხორცის, ეთანოლსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ბრიტანულ ავტომობილებსა და ფოლადს კი უფრო ხელსაყრელი პირობები ექნებათ ამერიკაში საექსპორტოდ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ დამატებითი დეტალები „მომავალ კვირებში“ შემუშავდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით ეს შეთანხმება ათასობით სამუშაო ადგილს დაიცავს ავტოინდუსტრიაში.

ამერიკის შეერთებული შტატები შეინარჩუნებს 10%-იან ტარიფს დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე, რომელიც ტრამპმა 2 აპრილს დააწესა. ბევრი ეკონომისტი იმედოვნებდა, რომ ტარიფი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მოიხსნებოდა, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ 10%-იანი უნივერსალური ტარიფი, სავარაუდოდ, ნებისმიერი მოლაპარაკებების მინიმალური ზღვარი იქნება.

სრულად წაკითხვა