აშშ-ში 72-მა სენატორმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. ამის შესახებ ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა - იუწყება „ბლუმბერგის“ სააგენტო“
The Wall Street Journal-ის ცნობით, დოკუმენტის თანაავტორთა რაოდენობამ გადააჭარბა საკვანძო ზღვარს, 60-ს, რაც საკმარისია სენატში მისი მისაღებად. კანონპროექტის ხელმომწერებს შორის არიან ორივე პარტიის ლიდერები: რესპუბლიკელი ჯონ თუნი და დემოკრატი ჩაკ შუმერი.
გრემმა თქვა, რომ ახალი სანქციები შეიძლება „ძვლებში მტვრეველი“ (bone-crushing) აღმოჩნდეს და დასძინა „მიზანია, დავეხმაროთ პრეზიდენტს“. სენატორი ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლება.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ გრემის განცხადება დაემთხვა აშშ-სა და უკრაინის მიერ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც პირველად, ასევე მეორად სანქციებს. კერძოდ, 500%-იანი გადასახადი დაუწესდება იმპორტს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსული ნავთობის, გაზის, ურანის ან ნავთობპროდუქტების შემძენ პროდუქციას ყიდიან. ასევე შემოთავაზებულია, რომ ამერიკულ ბანკებს აეკრძალოთ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ინვესტირება და აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალოთ რუსული სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა.
მანამდე, კიევთან და მოსკოვთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების ფონზე, ვაშინგტონმა სანქციების ნაწილობრივი მოხსნა დაუშვა, თუმცა შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში ახალი სანქციების დაწესების შესახებ გააფრთხილა.