Charles Yockey (left), Special Assistant, Office of the Secretaryაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 24-29 მაისს თბილისს სტუმრობენ, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებსა და რელიგიურ ლიდერებს შეხვდებიან, განუცხადა აშშ-ის საელჩომ „სამოქალაქო საქართველოს“ 25 მაისს. დელეგაციის წევრები არიან: ჩარლზ იოქი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, და პიტერ ანდრეოლი, რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი, რომელიც მარტში უკვე სტუმრობდა საქართველოს.
„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, რაც საჭიროა ჩვენი ორი ქვეყნის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის ზრდის გზაზე დასაყენებლად“, – განაცხადა საელჩომ.
მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა, თუმცა საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ აქვს.
This post is also available in:
Read Next
08/05/2026 - 15:55
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სტუმრობს
19/04/2026 - 13:45
თბილისში ‘ტრამპ თაუერი’ აშენდება
07/04/2026 - 17:05
„ქართული ოცნება“ აპრილში „ამერიკის დელეგაციას“ ელის
27/03/2026 - 12:00
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოს სტუმრობს
19/03/2026 - 12:44
აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებს 15 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ
05/03/2026 - 14:25

7 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·