აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა

2 days ago 1
აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 6 მაისს საღამოს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა თავის თანამშრომლებს, მოერიდონ ამ ადგილებში სტუმრობას შემდგომ შეტყობინებამდე.

საელჩოს თქმით, მან ინფორმაცია მიიღო „ისთ ფოინთის“, „გალერია თბილისისა“ და თბილისის მოლის შესახებ.

საელჩოს განცხადებიდან მალევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ „მორიგ ცრუ შეტყობინებაზე“. „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს“, – განაცხადა სუს-მა.

„მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა