აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ის „შეშფოთებულია“ მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ აშშ სიტყვის თავისუფლებას „ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად“ მიიჩნევს და „მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურას და იმ შემზღუდავ კანონებს“, რომლებიც არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად გამოიყენება.
კომენტარი 28 ივლისს საელჩოს წარმომადგენელმა წერილობით მიაწოდა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს იმ კითხვის საპასუხოდ, რომლებიც ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, ასევე სიტყვის თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და ხელისუფლების მიერ მთავრობის ოპონენტებთან მოპყრობის შესახებ არსებულ წუხილებს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, – განაცხადა აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერმა.
„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს – იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, – აცხადებს საელჩო.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – ნათქვამია საელჩოს კომენტარში.
This post is also available in:

3 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·